დატოვოს დაკავებული თანამდებობა ბატონ ჯაბა სამუშიამ! - REFERENDUMS.GE
დატოვოს დაკავებული თანამდებობა ბატონ ჯაბა სამუშიამ!
დატოვოს დაკავებული თანამდებობა ბატონ ჯაბა სამუშიამ!19-05-2024
0 %
მიღებულია 0 ხელმოწერა საჭიროა 10000
ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, უნდობლობას ვუცხადებთ რექტორ ჯაბა სამუშიას, მის მიერ გატარებული უნივერსიტეტის პოლიტიკიდან გამომდინარე და მოვითხოვთ დატოვოს არსებული თანამდებობა. ვინაიდან უნივერსიტეტის უმთავრესი ღირებულება ისტორიის ნათელ მხარეს დგომასა და თავისუფლებისაკენ სწრაფვაში გამოიხატება, დღევანდელი პოზიცია კი ცალსახად ეწინააღმდეგება სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი ის ადგილი არ უნდა იყოს, სადაც სწავლობ რა არის პოლიტიკური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და შემდეგ, ამის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა არ გეძლევა, არ უნდა იყოს ადგილი, სადაც იმ ლექტორებზე ახდენენ ზეწოლას, რომლებმაც საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირეს და გაიფიცნენ. ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ რამდენიმე ფაქტი მისი პოლიტიკური იდეოლოგიის: თავდაპირველად, ბატონი ჯაბა აცხადებს, რომ უნივერსიტეტი უნდა გმობდეს პოლიტიკას, რაშიც სრულიად ვეწინააღმდეგებით, რადგან თავად უნივერსიტეტის სახელს იყენებს და ხელს აწერს ხელშეკრულებას. განცხადებაში წერია: ,,აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.” - თუ ბატონი ჯაბა ეთანხმება ამ წინადადებას, მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არ გაიარე კონსულტაცია დეკანებთან, აკადემიურ საბჭოსთან, სტუდენტებთან, თვითმმართველობასთან და რატომ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სახელით? https://gtu.ge/News/24909/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR30V94QIqW6W6auOE6pSm0pTa7I4ITaMdrnrd6iOh1-w_DdL-GlKkGIRQQ_aem_AXwJBMCd986x_ihEOP1EzYaHEOo132y7LnwmIoab6rCwu9X8Z5xtM3Skpn1KTTqNR3Q-gRmMIU47ZYdGHi4puIko ბატონი ჯაბა ხშირად იხსენებს განვლილ წლებს და ჩვენც გავიხსენოთ მისი ლექტორობის პერიოდი იმ დიდი ,,სისხლიანი ცხრა წლის" დროინდელი. ლექტორი რომელსაც ხმა არ ამოუღია, როდესაც ბატონ გიორგი ხუბუამ ლექტორთა ნაწილს კაბინეტის კარები აუჭედა და ოთახში გამოკეტა. გვახსოვხართ ლექტორი და პოლიტიკისო შეთავსებით საკრებულოს დეპუტატი ქდმ-ს სიით, იმ ქდმ-სი რომლის ახალგაზრდა აქტივისტებიც ხშირად ისხდნენ თსუ-ში და რაღაც აბსურდულის გამო აგროვებდნენ ხელმოწერებს, მაგრამ მაშინ არ გითქვამთ, რომ თსუ-ში არა იყო პოლიტიკის ადგილი. https://www.ghn.ge/news/83020-jaba-samushia-makvs-intensiuri-mchidro-urtiertoba-kartul-otsnebastanquot გავიხსენოთ ფაქტი, რომელიც მოხდა 2024 წლის 20 აპრილს, შაბათ დღეს, როდესაც უნივერსიტეტის ლექტორი და ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე და თავისი დაცვის სადარაჯოზე მყოფი ,,ოცნების” პარტაქტივი მივიდა თსუ-ის მეორე კორპუსში და პირისპირ გაუსწორდნენ თსუ-ის სტუდენტებს, სტუდენტებს აღენიშნებოდათ მკვეთრად გამოხატული დაზიანებები. აღნიშნულ ფაქტზე ბატონ ჯაბა სამუშიას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, არც მოუკითხავს სტუდენტები და მეტიც, არ დაწყებულა საქმის გამორკვევა თუ გამოძიება. https://www.facebook.com/share/v/9dUDqWsRp7ita4nC/?mibextid=w8EBqM ასევე გვინდა აღვნიშნოთ ფაქტი, 2024 წლის 24 აპრილს ორგანიზაცია ,,პოლიტიკური განათლების სკოლის” მიერ დაორგანიზდა პანელური დისკუსია ,,რუსული კანონის” შესახებ, რომლის ჩატარებასაც ტექნიკური კუთხით შეუშალა ხელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. https://www.facebook.com/share/VxHGsGw8TScY7Pge/?mibextid=9l3rBW 2024 წლის 17 მაისს, ბატონ ჯაბა სამუშიასთან პანელური დისკუსიის დროს, რექტორმა აღნიშნა, რომ მისთვის თითოეული სტუდენტი მნიშვნელოვანია და დაიცავდა მათ უფლებებს, თუმცა მეორე დღეს, 2024 წლის 18 მაისს, კვლავ ბატონი ირაკლი კობახიძის ,,ტიტუშკები”, პარტაქტივი ძალის გამოყენებით გაუსწორდნენ სტუდენტებს, აქვე აღვნიშნავთ, რომ სტუდენტები არ იყვნენ შეიარაღებული და კანონის ფარგლებში მშვიდობიან აქციას გეგმავდნენ, არსებობს ამ ყოველივეს ამსახველი კადრებიც. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0VbPSDqw6CRhxUJZRKAkKNnFtk57sMMwnRfazjMuHdVY5W9pAsn7vY96iV4Wt54m1l&id=100067002186798&mibextid=WC7FNe ამ და კიდევ მრავალი ფაქტის საფუძველზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი ჯაბა სამუშია, არ არის სტუდენტების გვერდით, ვერ/არ იცავს სტუდენტთა უფლებებს, არ მოქმედებს კანონით განსაზღვრული წესებით და აქვს მრავალი გადაცდომა, ფაქტობრივად, მის სტატუს იყენებს სათავისოდ, პირადი მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ გვრცხვენია, ბატონი ჯაბა სამუშიას მსგავსი ადამიანი, რომ გვყავს რექტორად დიდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის, რომელიც 1921 წელს სტუდენტებს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით: ,,შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ". ვფიქრობთ, ნათლად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია, ვითხოვთ, დატოვოს ბატონ ჯაბა სამუშიამ დაკავებული თანამდებობა, გადადგეს რექტორის სტატუსიდან, ის არ იმსახურებს ამხელა ისტორიისა და სახელის მქონე უნივერსიტეტში პირველ სახედ ყოფნას, ის არ წარმოადგენს თსუ-ს და არ არის თსუ-ის სტუდენტების ინტერესების გამტარებელი პიროვნება.
ხელმოწერა
მიმდინარე გამოკითხვა
ინფორმაცია არ მოიძებნა